თეგი: მატარებელი

ჩინეთიდან პირველი საერთაშორისო სატვირთო მატარებელი თეირანისკენ დაიძრა

პირველი საერთაშორისო ტრანსკასპიური სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან , სარკინიგზო სადგურ „იი-ჩვანიდან“ (ნინსია-ჰუეის ავტონომიური რეგიონი) ირანის პორტ „ანზალის“ მიმართულებით დაიძრა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. Mehr News-ის მონაცემები, სატვირთო მატარებელი ჩინეთის ორი რეგიონის შემდეგ ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით გავლით ირანში, პორტ „ანზალში“ ჩავა. გეგმის მიხედვით, მატარებელი ირანის პორტში 20 დღის შემდეგ ჩავა. მატარებელი 51 კონტეინერს გადაზიდავს. ტვირთის წონა 1400 ტონაა, ხოლო ღირებულება $3 060 000 შეადგენს. ახალი მარშრუტი გადაზიდვის ხანგრძლივობას 20 დღით ამცირებს, შედეგად კონტეინერზე $897 დაზოგვაა შესაძლებელი. მანამდე, სამი დღით ადრე თეირანის სარკინიგზო სადგურში ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი-თურქეთის მარშრუტის გავლით პირველი მატარებელი ჩავიდა, რომელიც 24 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება და თურქეთიდან ევროპაში ნედლეულს გადაზიდავს.  

ესპანეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება

ინფლაციის სწრაფად მზარდი მაჩვენებლების საპასუხოდ, ესპანეთის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები უკვე განახევრდა, ახლა მთავრობამ კიდევ 100%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. შედეგად, სექტემბრიდან, მგზავრებს, მათ შორის ტურისტებს, Renfe-ის საზოგადოებრივი მატარებლის ქსელით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მატარებლების მრავალმხრივი ბილეთები, რომლებსაც მართავენ ქსელის საჯარო სერვისები - Cercanías, Rodalies და Media Distance, პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე იქნება უფასო. CNN ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ზომა გამორიცხავს ერთჯერადი მგზავრობის ბილეთებს ან შორ მანძილზე მგზავრობას. მრავალმხრივი ბილეთები მოიცავს სულ მცირე 10 მოგზაურობას (return trips). ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების შესამცირებლად ზომები მიიღო. გასულ თვეს გერმანიაში 9 ევროდ (9,50 აშშ დოლარი), შეუზღუდავი ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა გახდა შესაძლებელი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლომდე მოქმედებს. თავის მხრივ, 2021 წლის ბოლოს, ავსტრიამ შემოიღო - „კლიმატის ბილეთი", რომელიც ქვეყნის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედებს და რომლის მიზანია, წაახალისოს მოსახლეობა, რათა ავტომობილები სახლში დატოვონ.  

ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.  Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

სერბეთში, ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

კვირას საღამოს, აღმოსავლეთ სერბეთში ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქალაქ პიროტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ დაეტოვებინათ სახლები. ამიაკის გაჟონვით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო, საშობაო არდადეგებზე გადატვირთული მოძრაობის დროს ბულგარეთისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა. პოლიციამ საავტომობილო გზა გადაკეტა და მოძრაობა ადგილობრივი გზებისკენ მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადავარდნა. i24news-ის ინფორმაციით, სულ 51 ადამიანი მოიწამლა. ორშაბათს ქალაქში ადგილობრივი სკოლები დაიხურა.