ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება. 

Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.