კვირას საღამოს, აღმოსავლეთ სერბეთში ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ პიროტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ დაეტოვებინათ სახლები.
ამიაკის გაჟონვით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო, საშობაო არდადეგებზე გადატვირთული მოძრაობის დროს ბულგარეთისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა.
პოლიციამ საავტომობილო გზა გადაკეტა და მოძრაობა ადგილობრივი გზებისკენ მიმართა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადავარდნა.
i24news-ის ინფორმაციით, სულ 51 ადამიანი მოიწამლა. ორშაბათს ქალაქში ადგილობრივი სკოლები დაიხურა.