პირველი საერთაშორისო ტრანსკასპიური სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან , სარკინიგზო სადგურ „იი-ჩვანიდან“ (ნინსია-ჰუეის ავტონომიური რეგიონი) ირანის პორტ „ანზალის“ მიმართულებით დაიძრა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
Mehr News-ის მონაცემები, სატვირთო მატარებელი ჩინეთის ორი რეგიონის შემდეგ ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით გავლით ირანში, პორტ „ანზალში“ ჩავა.
გეგმის მიხედვით, მატარებელი ირანის პორტში 20 დღის შემდეგ ჩავა. მატარებელი 51 კონტეინერს გადაზიდავს. ტვირთის წონა 1400 ტონაა, ხოლო ღირებულება $3 060 000 შეადგენს.
ახალი მარშრუტი გადაზიდვის ხანგრძლივობას 20 დღით ამცირებს, შედეგად კონტეინერზე $897 დაზოგვაა შესაძლებელი. მანამდე, სამი დღით ადრე თეირანის სარკინიგზო სადგურში ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი-თურქეთის მარშრუტის გავლით პირველი მატარებელი ჩავიდა, რომელიც 24 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება და თურქეთიდან ევროპაში ნედლეულს გადაზიდავს.