თეგი: მიტინგი

უკრაინაში მასობრივი არეულობების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში მასობრივ არეულობებს გეგმავდნენ. ამ ბრალდებით ჯგუფი დააკავეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო არეულობის პროვოცირება უკრაინაში პოტენციურ შეჭრამდე, რათა „საპროტესტო და მიტინგებით აჩვენოს, რომ ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობას“.

ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

Reuters-ის ცნობით, პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და NATO-ს წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააკონტროლონ და რუსეთთან იაფ გაზზე დიალოგი დაიწყონ.  საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან. მათ შორის „კომუნისტური პარტია“. ოპოზიცია ითხოვს, რომ ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან. პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.  

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: პრაღაში საპროტესტო აქცია რუსულმა მეხუთე კოლონამ მოაწყო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა აცხადებს, რომ პრაღაში შაბათს გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია პრორუსული ძალების მიერ იყო ორგანიზებული.  ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა „მე იგივეს ვაცხადებ, რომ პრაღაში ანტისახელისუფლებო დემონსტრაცია რუსეთის მეხუთე კოლონის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. არის საკმარსი მტკიცებულებები. უბრალოდ შეხედეთ, ვინ იყო სცენაზე და რას ლაპარაკობდა“, - აცხადებს პიოტრ ფიალა.  მისი თქმით, ყველაფერია ნათქვამი, როცა აქციის მონაწილეები აცხდებდნენ, რომ ძვირი ენერგომატარებლების პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა NATO-დან და ევროკავშირიდან გასვლა.     

ირანში მომიტინგეებმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მამაპაპისეულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს

ირანში მომიტინგეებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მამაპაპისეულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC წერს. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს, 17 ნოემბერს ხომეინის მშობლიურ ქალაქში, თეირანის სამხრეთით. ქალაქ ხომეინში მდებარე ცეცხლმოკიდებული სახლის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის ფაქტს უარყოფს. ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.