Reuters-ის ცნობით, პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და NATO-ს წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააკონტროლონ და რუსეთთან იაფ გაზზე დიალოგი დაიწყონ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან. მათ შორის „კომუნისტური პარტია“.
ოპოზიცია ითხოვს, რომ ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან.
პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.