პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში მასობრივ არეულობებს გეგმავდნენ. ამ ბრალდებით ჯგუფი დააკავეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო არეულობის პროვოცირება უკრაინაში პოტენციურ შეჭრამდე, რათა „საპროტესტო და მიტინგებით აჩვენოს, რომ ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობას“.