ირანში მომიტინგეებმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მამაპაპისეულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს

ირანში მომიტინგეებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მამაპაპისეულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს, 17 ნოემბერს ხომეინის მშობლიურ ქალაქში, თეირანის სამხრეთით.

ქალაქ ხომეინში მდებარე ცეცხლმოკიდებული სახლის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის ფაქტს უარყოფს.


ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.