ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: პრაღაში საპროტესტო აქცია რუსულმა მეხუთე კოლონამ მოაწყო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა აცხადებს, რომ პრაღაში შაბათს გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია პრორუსული ძალების მიერ იყო ორგანიზებული. 

„მე იგივეს ვაცხადებ, რომ პრაღაში ანტისახელისუფლებო დემონსტრაცია რუსეთის მეხუთე კოლონის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. არის საკმარსი მტკიცებულებები. უბრალოდ შეხედეთ, ვინ იყო სცენაზე და რას ლაპარაკობდა“, - აცხადებს პიოტრ ფიალა. 

მისი თქმით, ყველაფერია ნათქვამი, როცა აქციის მონაწილეები აცხდებდნენ, რომ ძვირი ენერგომატარებლების პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა NATO-დან და ევროკავშირიდან გასვლა.