აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს განაგრძობენ და ეს წვრთნები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.
რაიდერის თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს.
„როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს. ასე რომ, იმედია, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ პილოტების გამოშვებას,“ - განაცხადა რაიდერმა.
მისივე თქმით, ის არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოჩნდებიან F-16-ები უკრაინაში.