გააქტიურებული სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული მოწოდება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დაადანაშაულეს.
უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.