თეგი: საბაჟო

საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ მუშაობას დროებით წყვეტს

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერეებმა (,,თერგი“ და ,,დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებასა და მედია საშუალებებს მიმდინარე მოვლენების შესახებ“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის მოქალაქეების გ.ა.-სა და ნ.გ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 91 900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი გამოავლინეს.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 170 400,1 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10518.1 ლარი შეეფარდა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 15 988 ლარით დაჯარიმდა.  

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

3 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 29 560 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.  

შემოსავლების სამსახური: სომხეთიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება უკან გავაბრუნეთ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულების და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, სარეალიზაციოდ შემოტანილ იქნა 217 გრამის ოდენობის ოქროს ნაკეთობები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 42 383 ლარს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, გამოავლინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

აზერბაიჯანში ციფრული საბაჟო იქმნება

აზერბაიჯანი, საბაჟოებზე ციფრული ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ADB-ის მხარდაჭერით საბაჟო პუნქტი აშენდება ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შაჰინ ბაგიროვმა მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ინვესტიციებია საჭირო ICT ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. მთელი მონაცემთა ბაზა განთავსებულია საინფორმაციო სისტემებში და უსაფრთხოების სისტემის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლო კიბერშეტევებმა შეიძლება შექმნას პრობლემები", -  განაცხადა შაჰინ ბაგიროვმა.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება.  

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული 1,3 მლნ ლარის შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 224 453 აშშ დოლარი, 11 885 ევრო, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 79 500 რუსული რუბლი, 4 200 თურქული ლირა და 723 300 (ლირა) ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოავლინეს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 304 230.79 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 36 000 ლარით დაჯარიმდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%-ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აზერბაიჯანი საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტებზე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს

აზერბაიჯანის საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტებზე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაგიროვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. „რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელი გახადა ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შეცვლა სამხრეთისკენ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს. მჯერა, რომ საერთაშორისო დონორები ხელს შეუწყობენ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ერთად შევქმნათ“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ სიტყვით გამოსვლისას ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე, 15 მარტს განაცხადა.