ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.