აზერბაიჯანი, საბაჟოებზე ციფრული ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს.
ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შაჰინ ბაგიროვმა მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ინვესტიციებია საჭირო ICT ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. მთელი მონაცემთა ბაზა განთავსებულია საინფორმაციო სისტემებში და უსაფრთხოების სისტემის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლო კიბერშეტევებმა შეიძლება შექმნას პრობლემები", - განაცხადა შაჰინ ბაგიროვმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება.