აზერბაიჯანი საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტებზე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს

აზერბაიჯანის საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტებზე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაგიროვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელი გახადა ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შეცვლა სამხრეთისკენ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს. მჯერა, რომ საერთაშორისო დონორები ხელს შეუწყობენ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ერთად შევქმნათ“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ სიტყვით გამოსვლისას ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე, 15 მარტს განაცხადა.