თეგი: სახლი

ამსტერდამში აქტივისტებმა, რუსული „იანდექსის“ დამფუძნებლის სახლი დაიკავეს

გამოცემა NRC-ის ცნობით, ნიდერლანდებში აქტივისტები, რუსული „იანდექსის“ დამფუძნებლის არკადი ვოლოჟის სახლში შეიჭრნენ, რომელიც ამსტერდამის სამხრეთით მდებარეობს.  აქტივიესტებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ ოპერაციას" ეწინააღმდეგებიან და იბრძვიან „ოლიგარქებისა და მილიარდერების სიხარბეს, რომლებიც ქმნიან კაპიტალს იმისთვის, რომ რუსეთმა იომოს". NRC-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, აქტივისტებმა შენობის ფანჯრებზე პლაკატები ჩამოკიდეს. როგორც აქტივისტებმა გაზეთს განუცხადეს, ისინი ვოლოჟის სახლში ხუთშაბათს, 27 ოქტომბრის საღამოდან იმყოფებოდნენ. De Telegraaf-ის თქმით, მათ საცხოვრებელი ფართი სჭირდებათ და იქ პოლიტიკურ ღონისძიებებს გამართავენ. ხუთსართულიანი ძველი შენობა Vossiusstraat-ზე, ამსტერდამის ცენტრში, ოფშორულ კომპანია Paraseven Limited-ზეა რეგისტრირებული, რომელიც რუს ბიზნესმენ არკადი ვოლოჟს ეკუთვნის, ის Yandex-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. სახლის ფასი დაახლოებით 3,4 მილიონი ევროა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რიგი რუსი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების, მათ შორის ვოლოჟის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ევროპაში მისი აქტივები გაყინულია. არკადი ვოლოჟმა სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ  Yandex-ის დირექტორთა საბჭო და დატოვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. მან ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მცდარი“ და „კონტრპროდუქტიული“ უწოდა. მანამდე აქტივისტებმა, ლონდონში სახლი რუს ოლიგარქსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას წაართვეს, ხოლო ბიარიცში აქტივისტები კატერინა ტიხონოვასთან დაკავშირებულ ვილაში შეიჭრნენ. ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილად მიიჩნევა.  

თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

თბილიში, ცურტაველის 3-ში მდებარე ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  როგორც Europetime-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.  „სახლის ამ ნაწილში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. მათი ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მერია მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებს და ქირასაც დაუფარავს“, - აცხადებენ თბილისის მერიში.  რაც შეეხება სახლის ნაწილის ნგრევის მიზეზს, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს.  პეტრიწის 3-ში მდებარე სახლის მცხოვრებთა თქმით, მათ თბილისის მერიას რამდენჯერმე წერილობით მიმართეს, თუმცა სახლის ჩამონგრევამდე, მათთან არავინ მისულა.   

ნიუ-იორკში რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვა სცადეს

პოლიციამ 30 წლის გოგო დააკავა, რომელიც ნიუ-იორკში ცნობილი მსახიობის რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვას ცდილობდა. ამის შესახებ TMZ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული წყარომ აცნობა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი დე ნიროს სახლისკენ 19 დეკემბერს დილის 3:30 საათზე გაემართა. მან ნაძვის ხის ქვეშ მყოფი საშობაო საჩუქრების მოპარვა სცადა, მაგრამ მსახიობი ამ დროს სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც სიტუაციის შესამოწმებლად ჩამოვიდა. კრიმინალის აღმოჩენის შემდეგ, დე ნირომ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც გოგო დააკავა.  

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხევის დროს, კორპუსში მცხოვრებნი იმყოფებოდნენ.  ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. Europetime საგანგებო სიტუაცების სამსახურში დეტალებს აზუსტებს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

უკრაინაში მილიარდერ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი გაჩხრიკეს, იტყობინება Strana.ua. საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენის სახლში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებმა ჩაატარეს. ავაკოვის სახლის ჩხრეკა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეს უკავშირდება, რომლის დროსაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა. გარდა ამისა, Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების მომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბოგდან ხმელნიცკის შეატყობინა შესყიდვებში არსებული ეჭვების შესახებ, რაც  თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ვიაჩესლავ შაპოვალოვს და ყოფილ სახელმწიფო საწარმო „პრომობორონექსპორტის“ ხელმძღვანელის მოადგილე ვოლოდიმირ ტერეშჩენკოს უკავშირდება. გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ხმელნიცკი ეჭვმიტანილია 107 მილიონზე მეტი გრივნის (დაახლოებით 2,8 მილიონი აშშ დოლარი) გაფლანგვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაბალი ხარისხის ჯავშნების შესყიდვაში. შაპოვალოვი კი უკანონო ქმედებებში, რის შედეგადაც ცალკეულმა დანაყოფებმა არ მიიღეს პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაა მილიარდ გრივნაზე მეტი (დაახლოებით 27 მილიონი დოლარი). ამასთან ტერეშჩენკო ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გაყალბების გზით ხაზინიდან 1,3 მილიონი დოლარის მითვისებაში. შეგახსენებთ, რომ კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე  

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ

თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg