თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ

თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ. 


„9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში.


მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.