პოლიციამ 30 წლის გოგო დააკავა, რომელიც ნიუ-იორკში ცნობილი მსახიობის რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვას ცდილობდა.
ამის შესახებ TMZ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული წყარომ აცნობა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი დე ნიროს სახლისკენ 19 დეკემბერს დილის 3:30 საათზე გაემართა. მან ნაძვის ხის ქვეშ მყოფი საშობაო საჩუქრების მოპარვა სცადა, მაგრამ მსახიობი ამ დროს სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც სიტუაციის შესამოწმებლად ჩამოვიდა.
კრიმინალის აღმოჩენის შემდეგ, დე ნირომ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც გოგო დააკავა.