ამსტერდამში აქტივისტებმა, რუსული „იანდექსის“ დამფუძნებლის სახლი დაიკავეს

გამოცემა NRC-ის ცნობით, ნიდერლანდებში აქტივისტები, რუსული „იანდექსის“ დამფუძნებლის არკადი ვოლოჟის სახლში შეიჭრნენ, რომელიც ამსტერდამის სამხრეთით მდებარეობს. 

აქტივიესტებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ ოპერაციას" ეწინააღმდეგებიან და იბრძვიან „ოლიგარქებისა და მილიარდერების სიხარბეს, რომლებიც ქმნიან კაპიტალს იმისთვის, რომ რუსეთმა იომოს".

NRC-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, აქტივისტებმა შენობის ფანჯრებზე პლაკატები ჩამოკიდეს.

როგორც აქტივისტებმა გაზეთს განუცხადეს, ისინი ვოლოჟის სახლში ხუთშაბათს, 27 ოქტომბრის საღამოდან იმყოფებოდნენ.

De Telegraaf-ის თქმით, მათ საცხოვრებელი ფართი სჭირდებათ და იქ პოლიტიკურ ღონისძიებებს გამართავენ.

ხუთსართულიანი ძველი შენობა Vossiusstraat-ზე, ამსტერდამის ცენტრში, ოფშორულ კომპანია Paraseven Limited-ზეა რეგისტრირებული, რომელიც რუს ბიზნესმენ არკადი ვოლოჟს ეკუთვნის, ის Yandex-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. სახლის ფასი დაახლოებით 3,4 მილიონი ევროა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რიგი რუსი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების, მათ შორის ვოლოჟის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ევროპაში მისი აქტივები გაყინულია.

არკადი ვოლოჟმა სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ  Yandex-ის დირექტორთა საბჭო და დატოვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. მან ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მცდარი“ და „კონტრპროდუქტიული“ უწოდა.

მანამდე აქტივისტებმა, ლონდონში სახლი რუს ოლიგარქსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას წაართვეს, ხოლო ბიარიცში აქტივისტები კატერინა ტიხონოვასთან დაკავშირებულ ვილაში შეიჭრნენ. ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილად მიიჩნევა.