თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

თბილიში, ცურტაველის 3-ში მდებარე ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. 

როგორც Europetime-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

„სახლის ამ ნაწილში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. მათი ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მერია მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებს და ქირასაც დაუფარავს“, - აცხადებენ თბილისის მერიში. 

რაც შეეხება სახლის ნაწილის ნგრევის მიზეზს, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს. 

პეტრიწის 3-ში მდებარე სახლის მცხოვრებთა თქმით, მათ თბილისის მერიას რამდენჯერმე წერილობით მიმართეს, თუმცა სახლის ჩამონგრევამდე, მათთან არავინ მისულა.