თეგი: ურანი

ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის პორტში დაბრკოლებების შემთხვევაში, (რომელიც ყაზახური ურანის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის მთავარი მარშრუტია), შესაძლოა ურანი ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებით გადაზიდონ.  „კაზატომპრომის“ მმართველის მოადგილემ, ერკან მუკანოვმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ზომების მიღებას, რადგან ურანის ექსპორტის კუთხით, შესაძლოა, გარკვეული რისკები გაჩნდეს.  მუკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ურანსა და ატომის სექტორებზე ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ „კაზატომპრომი“ ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.  მან აღნიშნა, რომ მიღებულია სიფრთხილის ზომები იმ შემთხვევაში, თუ სანქტ-პეტერბურგის პორტი, რომელიც ცნობილია, როგორც ყაზახური ურანის ექსპორტის მთავარი მარშრუტი, რაიმე მიზეზით ვერ მოემსახურება ტვირთებს. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ალტერნატიულ მარშრუტს – ტრანსკასპიის დერეფანს, რომელიც არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მუკანოვმა. ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებს.   მუკანოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 10 ათას 70 ტონა ურანი მოიპოვეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. მან აღნიშნა, რომ 2024 წელს ურანის წარმოება 25-25,5 ათასი ტონის დონეზე იგეგმება.  

ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს

ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. როგორც „ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.    

რატომ შემოვიდა საქართველოში, ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები - შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა.  ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს „მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან). ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში. აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.  ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.  

ლონდონის აეროპორტში პაკეტის შემოწმებისას ურანი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, ჰითროუს აეროპორტში შემოწმებისას პაკეტში მცირე რაოდენობით ურანი აღმოაჩინეს. იუწყება Sky News-ი. მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ მისი კონტრტერორისტული განყოფილება დაუკავშირდა სასაზღვრო ძალების კოლეგებს აეროპორტში მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს დაბინძურებული მასალა აღმოაჩინეს. მეთაურმა რიჩარდ სმიტმა თქვა, რომ დაბინძურებული მასალის რაოდენობა "ძალიან მცირე იყო" და, ექსპერტების აზრით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების თქმით, არავინ დაუკავებიათ. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიცრები მუშაობენ პარტნიორ უწყებებთან, რათა გამოიძიონ და უზრუნველყონ საზოგადოებისთვის რისკის არარსებობა. ურანი არის ლითონი, რომელიც ბუნებრივად არსებობს დედამიწაზე, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, რადგან ის აუცილებელი ბირთვული ელემენტია.  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რუსეთიდან ურანის იმპორტის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული ურანის იმპორტს აკრძალავს. კანონმდებლები ცდილობენ, მოსკოვზე ზეწოლა მოახდინონ უკრაინასთან ომის გამო, თუმცა კანონპროექტმა სენატის განხილვა უნდა გაიაროს და შემდეგ მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწეროს ხელი. ჯერ უცნობია, დოკუმენტს კენჭი წლის ბოლომდე ეყრება თუ არა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის იმპორტი გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აკრძალა, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან კი, ფასის ზღვარი დააწესა. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება 60%-მდე გაზარდა - IAEA

ირანმა კვლავ გაზარდა გამდიდრებული ურანის წარმოების მაჩვენებელი და მიაღწია თვეში ცხრა კილოგრამს. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იუწყება. ამასთან, Reuters-ის ცნობით, ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული საკმარისი ურანი იმისთვის, რომ სამი ატომური ბომბი 90%-მდე გამდიდრების პარალელურად შექმნას.  ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ მისი მიზანი ატომური ბომბის შექმნაა. 2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირანმა განაცხადა, რომ IAEA-ს რამდენიმე ინსპექტორს ქვეყანაში აკრედიტაცია გაუუქმა. თუმცა, როგორც IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ირანში ბირთვული ენერგიის სააგენტოს პერსონალის დაახლოებით მესამედის საქმიანობა შეჩერებულია. 18 სექტემბერს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება. ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ IAEA-ს აქვს სერიოზული და გადაუჭრელი კითხვები ირანის არადეკლარირებულ ბირთვულ მასალებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რაზეც ირანი "ოთხ წელზე მეტია, არ პასუხობს. 2015 წელს ირანი შეუერთდა ერთობლივ სამოქმედო გეგმას (JCPOA) ე.წ. "ექვსთა ჯგუფთან", რომელშიც შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ. JCPOA ირანს ურანის მხოლოდ 3.67%-მდე გამდიდრების საშუალებას სამოქალაქო ბირთვული გამოყენებისთვის აძლევს. ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 90%-ია. 2018 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონმა გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლა და ირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების განახლება. ირანულმა მხარემ დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება და მარაგის იმ ზღვარზე მეტად ზრდა, ვიდრე ეს შეთანხმებით იყო დამტკიცებული. ვენაში მოლაპარაკებები JCPOA-ს აღორძინებაზე, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყო, არაეფექტური გახდა მას შემდეგ, რაც ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მზადყოფნა, გარკვეული ბირთვულ შეთანხმებას გარკვეული პირობებით დაუბრუნდეს.