აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რუსეთიდან ურანის იმპორტის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული ურანის იმპორტს აკრძალავს. კანონმდებლები ცდილობენ, მოსკოვზე ზეწოლა მოახდინონ უკრაინასთან ომის გამო, თუმცა კანონპროექტმა სენატის განხილვა უნდა გაიაროს და შემდეგ მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწეროს ხელი. ჯერ უცნობია, დოკუმენტს კენჭი წლის ბოლომდე ეყრება თუ არა.


შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის იმპორტი გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აკრძალა, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან კი, ფასის ზღვარი დააწესა. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.

რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.