ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს.
„ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს.
როგორც „ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია.
„კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.