აშშ-ში, კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, სტიქიური უბედურების გამო 25 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დროებით საცხოვრებელი დაეტოვებინა.
ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ განსაკუთრებით ქალაქი მონტეციტო დააზიანა.