ფლორიდის შტატში ქარიშხალ "იანს" 87 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ასობით სახლი დააზიანა.
ამასთან, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.