აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ფლორიდაში, 147 000 - სამხრეთ კაროლინაში, 285 000 ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 000 ვირჯინიაში.
ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.