თეგი: შეზღუდვა

ბელორუსმა ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანა შეზღუდა

ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნაა, - წერს ადგილობრივი მედია. ბელორუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნიდან შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის გატანა: ერთ კილოგრამამდე ფქვილი, (წიწიბურას ან ხორბლის), რამდენიმე სახეობის მარცვლეულის (წიწიბურა, მანი, შვრია, შვრიის ფანტელი, ფეტვი), შაქარი, მარილი და მაკარონის სახეობები. ერთ ლიტრამდე ზეთი, სამ ქილამდე ხორცის, რძისა და თევზის კონსერვი (ბავშვთა კვების გამოკლებით); შეზღუდვები არ ვრცელდება ბელორუსის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მდებარე მაღაზიებში შეძენილ საქონელზე. „რეზოლუცია მიღებულია შიდა ბაზრის დასაცავად, სასაზღვრო რაიონებში გაზრდილი მოთხოვნის გამო სასურსათო პროდუქტებზე, რომლებსაც ფიზიკური პირები ყიდულობენ კომერციულ ლოტებში ბელორუსის გარეთ ექსპორტირებისთვის“, - აცხადებენ მთავრობის პრეს-სამსახურში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, უკრაინაში ომმა შეარყია ხორბლისა და მცენარეული ზეთის ბაზრები და შედეგად მარტში სუსათზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ UN: მსოფლიო სასურათო ფასები რეკორდულ ნიშნულზეა

ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა.  2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა; ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა.  31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა.  მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ყაზახეთმა დღეიდან, ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა

ყაზახეთმა, 2022 წლის 30 სექტემბრამდე ხორბლის, ხორბლის ფქვილისა და ხორბლის ჭვავის ექსპორტზე კვოტები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ვებგვერდი ავრცელებს. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს ყაზახეთის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტზე შემდეგი კვოტები დაწესდა: ხორბალი და მესლინი - 550 000 ტონა, ხორბლის ფქვილი და ხორბალი - 370 000 ტონა. შეზღუდვები 8 ივლისიდან ამოქმედდება.  

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების შესვლა სრულად შეზღუდოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა „ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებისთვის და ახლა ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ ეს მოძრაობა“, - თქვა ჰავისტომ. ჰავისტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ამჟამად ამზადებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მოძრაობა  და ეს საკითხი მალე პარლამენტს წარედგინება. „არ არსებობს მორალური და ეთიკური საფუძველი, რომ რუსმა ტურისტებმა განაგრძონ მოგზაურობა, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.