ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა.
2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა;
ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან.
19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა.
31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება.
12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.