ყაზახეთმა, 2022 წლის 30 სექტემბრამდე ხორბლის, ხორბლის ფქვილისა და ხორბლის ჭვავის ექსპორტზე კვოტები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ვებგვერდი ავრცელებს.
ყაზახეთის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტზე შემდეგი კვოტები დაწესდა: ხორბალი და მესლინი - 550 000 ტონა, ხორბლის ფქვილი და ხორბალი - 370 000 ტონა.
შეზღუდვები 8 ივლისიდან ამოქმედდება.