ჰაკერული ინსტრუმენტის გაყიდვაში ბრალდებული რუსი მამაკაცი, რომელიც საქართველოში დააკავეს, აშშ-შია ექსტრადირებული - CNN

28 წლის რუსი მამაკაცი, რომელსაც ჰაკერული ინსტრუმენტების შემუშავება და გაყიდვა ედება ბრალად, საქართველოში დააკავეს, ის უკვე ექსტრადირებულია აშშ-ში. ამის შესახებ CNN იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

პროკურორების თქმით, კიბერკრიმინალებს თაღლითური სქემების განხორციელებს საშუალება მიეცათ. საუბარია უკანონო გაყიდვებიდან 350 000 დოლარზე  მეტის გამომუშავებაზე.

ოქტომბერში, საქართველოში დაკავების შემდეგ, პანკოვი პირველად, მიმდინარე კვირაში, სამშაბათს წარსდგა ფედერალურ სასამართლოში.

ჰაკერული ინსტრუმენტი, რომლის შემუშავებაშიც პანკოვს ედება ბრალი, ცნობილია როგორც "NLBrute".