რუსი ჰაკერები, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების გადაცემის ფონზე, რამდენიმე გერმანულ ვებგვერდს თავს დაესხნენ.
ინფორმაციული უსაფრთხოების გერმანიის ფედერალური ოფისის (BSI) თანახმად, ეს იყო ეგრეთ წოდებული განაწილებული DDoS შეტევები (მომსახურების დისტრიბუციული უარი), რომლებმაც გავლენა მოახდინა ფედერალური მთავრობისა და ჰამბურგის აეროპორტის ვებგვერდებზე.
„ზოგიერთი ვებგვერდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რუსმა ჰაკერებმა შეტევა ევროპარლამენტის ვებგვერდზე განახორციელეს.
გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.