ავსტრალია აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მასიური კიბერშეტევა რუსულ ჰაკერების მიერ არის განხორციელებული. ფედერალური პოლიციის კომისარმა, რის კერშოუმ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მილიონობით ავსტრალიელზე და დააზიანოს მნიშვნელოვანი ავსტრალიური ბიზნესი.
„ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებელი პირები რუსეთში არიან”, - განაცხადა კერშოვმა და დაამატა, რომ ზოგიერთი აფილირებული პირი/კომპანია ასევე შეიძლება, იყოს სხვა ქვეყნებში.
თუმცა, პოლიციის კომისარმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.
მასიური ჰაკერული შეტევა ავსტრალიურ სადაზღვევო კომპანიაზე 10 ნოემბერს განხორციელდა.