ჰაკერებმა Twitter-ის 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი მოიპარეს და ჰაკერების ონლაინ ფორუმზე გამოაქვეყნეს. Reuter-ის ცნობით, ამის შესახებ უსაფრთხოების მკვლევარმა განუცხადა.
ალან გალის თქმით, ამ დარღვევამ შეიძლება, მრავალი ასეთი თავდასხმა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება გამოიწვიოს.
„თავდასხმა შესაძლოა, ჯერ კიდევ 2021 წელს მომხდარიყო, ვიდრე ილონ მასკი კომპანიის მფლობელი გახდებოდა, - წერს Reuters-ი.