აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.
სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.