საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოს გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და აჭარის რეგიონის მომხმარებლებს.
კერძოდ: აღმოსავლეთ საქართველო: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ასევე დაბა ბაკურიანი;
დასავლეთ საქართველო: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის რეგიონი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენა 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.
გავრცელებული ცნობით, გაზმომარაგების შეზღუდვა საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე ახლად აშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების (შეჭრის) სამუშაოს უკავშირდება.