COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 832 ადამიანს დაუდასტურდა, 624 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 792 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 348 594 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 332 304, გარდაიცვალა 4 893 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.

ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან 457 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 66, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 28, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436.

მძიმე პაციენტი: 729, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 85, იმერეთში -149.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 210, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15.

619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 822 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 231, პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 502.