თურქეთმა შავ ზღვაში აღმოაჩინა 135 მილიარდი კუბური მეტრი დამატებით ბუნებრივი აირი აღმოაჩინა. ამის შესახებ თურქეტის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღან განაცხადა.
როგორც ცნობილია, ბუნებრი აირი ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა Fatih-მა საქარიას საბადოს Amasra-1-ის ჭაბურღილში აღმოაჩინა.
გასულ წელს კი საბურღმა გემმა Fatih-მა 405 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასავლეთ შავიზღვისპირეთის საქარიას საბადოში აღმოაჩინა. ეს ქვეყნის უდიდეს აღმოჩენად ითვლება.
ერდოღანის თქმით, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.