ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა Anvisa-მ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რუსული ვაქცინა Sputnik V- ის გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო, თუმცა გარკვეული პირობებიც დაურთო.
როგორც ცნობილია, Sputnik V-ის ვაქცინას ბრაზილიაში ივლისში ჩაიტანენ.
"SputnikV ჩამოვა ბრაზილიაში ივლისში", - განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის (RDIF) აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც Sputnik V-ის ვაქცინების რეალიზაციას ახდენს საზღვარგარეთ.
Sputnik V-ის მწარმოებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა Twitter-ში, რომ ბრაზილია ხდება 67-ე ქვეყანა, რომელმა ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
Anvisa-ს ტექნიკურმა პერსონალმა რეკომენდაცია გაუწია ვაქცინის დამტკიცებას, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებით, მაგალითად, ის მხოლოდ მოზრდილებში უნდა იქნას გამოყენებული, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვთ.
ამასთანავე, ვაქცინის გამოყენება იკრძალება ორსული და მეძუძური ქალებისთვის.