ჩინეთში Sinovac-ის ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან. შესაბამისი ნებართვა ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა.
როგორც ცნობილია, ამჟამად ჩინეთში ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულებს შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, I და II ფაზის კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური რეაქცია 3-დან 17-წლამდე მონაწილეთა შორის და უმეტესად გვერდითი რეაქციები იყო მსუბუქი.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბავშვებისთვის აცრების გამოყენების ნებართვას ითხოვს კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი Sinopharm-იც. მათ შესაბამისი კვლევა უკვე წარუდგინეს მარეგულირებელს.