ინდოეთში 124 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ინდოეთში 124 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინი პირველი დოზა გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ ინდოელი ქალბატონი მსოფლიოს უხუცესი ადამიანია, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, რეჰტი ბიგუმი იმ 9000 ადამიანს შორის მოხვდა, ვისაც ქალაქ ბარამულში ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდა. მისი სამედიცინო ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ ის 124 წლისაა, თუმცა, არანაირი დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ვაქცინის დოზის მიღების შემდეგ ჩაწერილ ვიდეოში ქალმა თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოელი ქალბატონი, ამ დრომდე დედამიწაზე მცხოვრებ უხუცეს იაპონელ, კანე ტანაკიზე 6 წლით უფროსია.