რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა

დღეიდან, რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ძალაშია 2021 წლის 31 აგვისტომდე. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა 2021 წლის 30 აპრილს მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად და მომარაგების მიზნით, აგრეთვე საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზებისთვის და რუსული ორგანიზაციებისათვის მიწოდებაზე.

რუსეთის ფედერაციაში წიწიბურას მთლიანმა მოსავალმა 2020 წელს 893 ათასი ტონა შეადგინა, რაც 13,6%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით.