ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფელ სოლჰანში შეიარაღებული პირები მოსახლეობას თავს დაესხნენ. თავდასხმისას 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სახლები და მაღაზიებიც გადაწვეს.
მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და თავდამსხმელები ტერორისტებად შეაფასა, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.
2015 წლის შემდეგ, ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.
ქვეყანაში მოსახლეობაზე თავდასხმები ძირითადად ჯიჰადისტების მიერ ხორციელდება, რომლებიც ალ-ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ.