Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 884-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 172 216-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 349 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 333 505, გარდაიცვალა 4 910 პაციენტი.