ნიგერიის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის, ლაი მოჰამედის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალურ ქსელ Twitter-ის მუშაობა შეჩერებულია.
ლაი მოჰამედის თქმით, ამ სოციალურ ქსელს მუდმივად იყენებენ „ისინი, ვინც ნიგერიის ერთიანობასა და უსაფრთხოებას უთხრის ძირს“.
ნიგერიის გენერალური პროკურორის, აბუბაქარ მალამის განცხადებით, Twitter-თან დაკავშირებული აკრძალვის დამრღვევი ნებისმიერი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
ნიგერიის ლიცენზირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში აცხადებენ, რომ, ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონით განსაზღვრული „ეროვნული ინტერესის დებულებებისა“ და სალიცენზიო პირობების საფუძველზე, ასოციაციის წევრებმა უკვე შეასრულეს Twitter-ზე წვდომის შეჩერების მოთხოვნა