ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

aljazeera-ს ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე მიკროავტობუსი აფეთქდა, რასაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ჩრდილოეთ პროვინცია ბადგისის გუბერნატორის, ჰუსამუდიმ შამსის განცხადებით, შემთხვევის დროს სამი ბავშვი დაიღუპა.

მიკროავტობუსი ქალაქ ყალა-ე-ნაუში მიეგმზავრებოდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.