ფილიპ რიკერის ვიზიტი გაგრძელებაა აშშ-ის გზავნილისა, ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას, მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. Europetime-თან ინტერვიუში ექსპერტი აცხადებს, რომ თანდათან ალბათ გამოიკვეთება პრიოროტეტები მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ალბათ უნდა გამოიკვეთოს კონტურები, როგორ ხედავენ პრიორიტეტებს და როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ ფრონტისპირა ქვეყნებს, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო.
„ფილიპ რიკერის ვიზიტი გაგრძელებაა აშშ-ის გზავნილისა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მომხდარი მოვლენებისა, ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას. ეს არის ის, რასაც ქართული მხარე ელოდებოდა. ახლა, თანდათან ალბათ გამოიკვეთება პრიოროტეტები მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ალბათ უნდა გამოიკვეთოს კონტურები, როგორ ხედავენ პრიორიტეტებს და როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ ფრონტისპირა ქვეყნებს, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო. მთავარია, ფოკუსი არ დაიკარგოს, საქართველო არ ჩაიკარგოს გლობალური პრობლემების მიღმა და საკუთარი ნიშა გამონახოს“, - პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
მისივე თქმი, ყარაბაღის ომის შემდეგ, ცოტა ვაკუუმი შეიქმნა რეგიონში დასავლეთის ყოფნასთან დაკავშირებით და ამ ვიზიტებმა გარკვეულწილად გამოაცოცხლა არსებული გარემო.