დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგოს მშობლები გახდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.
ლილიბეტ „ლილი“ დაიანა პარასკევს, სანტა ბარბარაში დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ბავშვს სახელი დედოფალ ელისაბეტისა და პრინცესა დაიანას პატივსაცემად შეურჩიეს.