BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს

BBC თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერალის რეზო გაბრიაძე გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, საერთაშორისო ასპარეზზე გაბრიაძე ცნობილი იყო მარიონეტული თეატრის სპექტაკლებით, როგორიცაა „სტალინგრადის ბრძოლა“.

გაბრიაძემ ასევე დაწერა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფილმის სცენარი, რომელთა შორისაა „მიმინო“ და „ქინ ძა ძა“.

2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას, მან BBC-ის განუცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში ის ხშირად ასოცირდებოდა დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“, რადგან საკუთარ თავს ხედავდა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბნოს კუნძულზე მსოფლიო კულტურისგან მიტოვებულად.

მისი თქმით, რობინზონ კრუზომ წვერი გაიპარსა და საქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელოვნება „მსოფლიოს უერთდებოდა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.