საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტში ფრაქციის - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა" და ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" შექმნას მხარი დაუჭირა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ნატო ჩხეიძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი დაიკავებენ.
ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" 7 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.
დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფის - "ევროპელი სოციალისტების" შექმნას.
კომიტეტის გადაწყვეტილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა .