20 ივლისს, ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ მან Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
როგორც ბეზოსი აცხადებს, ის კოსმოსში ძმასთან ერთად გაემგზავრება.
"ხუთი წლის ასაკიდან კოსმოსში გამგზავრებაზე ვოცნებობდი. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. უდიდესი თავგადასავალი მელის ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად", - წერს ჯეფ ბეზოსი.